რა გეგმა აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი სამივე მოსმენით ვერ მიიღოს - ამ საკითხზე არასამათავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. დღევანდელ შეხვედრას იმ 6-ი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომელთაც საერთო პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აღნიშნული კანონის მეორედ მოსმენის დროს პარლამენტში სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. უცვლელია მმართველი პარტიის პოზიცია - ხელისუფლება ამ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.