"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. ხელისუფლებისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა დღეს ქალებმაც მოითხოვეს. მათ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. ადგილზე უკვე გაიჟღერა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებმა. პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში ახალგაზრდებიც იკრიბებიან, რომლებიც უკვე მე-3 დღეა, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.