ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კონსტრუქცია განათავსეს. ადგილობრივთა განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კონსტრუქციები 300-მეტრიანი დაშორებით დაამონტაჟეს. ისინი მავთულხლართებიდან დაახლოებით 30 მეტრით არის დაშორებული. სოფელ დვანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ უკვე მეორე კვირაა რაც ოკუპანტები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ და საინჟინრო ნაგებობებს ამონტაჟებენ - რუსებმა ადგილზე მავთულხლართების გარდა ორი სათვალთვალო ჯიხურიც ჩადგეს. ადგილზე პატრულირებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.