დასავლელი პარტნიორები “ქართულ ოცნებას” კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, რომ“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საბოლოოდ დამტკიცებაზე უარი თქვას, რადგანაც ის საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ამჯერად, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ხმას ისეთ კანონპროექტებს აძლევს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს არ შეესაბამება, ეს მიმდინარე პროცესზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.