საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის პროცესში თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე ისაუბრა. პროექტი „ჩვენი ჯარი“, სკოლების პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.