გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება.
რუსთავის ჭალის ტყის კონსერვაციის მიზნით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის პროცესში ჩართვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო სემინარები და დარგვითი საველე სამუშაოები ჩატარდა.
რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2000 კვ.მ. ტერიტორიაზე დაირგო 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელას ნერგები.