ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ამ ორ ქვეყანას, საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს. შეხვედრას იტალიის ელჩის მოადგილე, ფაბიოლა ალბანეზე და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, ელისა კაკო ესწრებოდნენ.