19 აპრილის საღამოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ჯარიმის ოდენობა არ კონკრეტდება. საქართველოს მოქალაქეები ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.