დიპლომატიური ტონიდან კრიტიკამდე - დასავლელი პარტნიორები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, უარი თქვას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საბოლოოდ დამტკიცებაზე, რადგან ის საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
ამჯერად, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ კანდიდატი ქვეყანა ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს არ შეესაბამება, ეს პროცესზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მოცემულ საკითხს ოპოზიციაც გამოეხმაურა - ხელისუფლების ოპონენტები დასავლეთის პათოსს უერთდებიან.