ალეკო ელისაშვილზე თავდასხმის საქმის მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირების ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს. ამბობს, რომ გამოძიება ფორმალურია. როგორც ელისაშვილი აცხადებს, რეალური გამოძიების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა დაემუქრება ყველა იმ სამართალდამცავს, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიტიკოსზე ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან ოპოზიციონერი დეპუტატები, ისინი მშვიდობიან მომიტინგეებზე პოლიციის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობას გმობენ. მათი თქმით აუცილებელია ფაქტის განსაკუთრებულად შესწავლა და კანონის ფარგლებში მოძალადეთა დასჯა.