„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას 29 აპრილიდან გეგმავს. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, მმართველი პარტია ამ კანონის მიღებას მაინც სამივე მოსმენით გეგმავს. ამავდროულად, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნული კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. 6-ს ოპოზიციურ პარტიას აქვს საერთო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სრულ მობილიზაციას აცხადებენ იმ დღისთვის, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა მეორე მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს.