ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე გაიმართება. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. სტუდენტებთან ერთად აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. ქალები ვირჩევთ ევროპას - ამ სახელწოდებით აქციას აანონსბეს ქალთა მოძრაობაც. აქციის მონაწილეები თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. მარში გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორშიც.