საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა. Reuters-ის ინფორმაციით, საკონსულოს შენობაში შესულ მამაკაცს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცავებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა დაკავებული. ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. უკავშირდება თუ არა მომხდარი ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციას ამ დროისთვის უცნობია.