რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს მოკავშირედ არა მხოლოდ იურიდიულად მიიჩნევს. სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ სომხეთში არიან ისეთები, ვისაც სომხეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის რუსეთის მნიშვნელობა ესმით. სერგეი ლავროვმა აშშ-ის და ევროკავშირის ქმედებებს სომხეთის რუსეთისგან განცალკევების მიზნით, ამპარტავნული და უსირცხვილო უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირისგან“ ყველაზე მეტ სარგებელს იღებს.