დედაქალაქის მერი კახა კალაძე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის მიხედვით, ადგილზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის სისტემა; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, ასევე დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 1 323 000 ლარს დახარჯავს.