პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. მათივე განმარტებით, ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია არიან. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებებით, საბოლოოდ გაშიშვლდება „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი თანამშრომლობა.