საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსმენის დაწყებიდან მალევე სასესიო დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს. უთანხმოება მინისტრის მხრიდან მიმდინარე კვირის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გომელაურის შეფასებამ გამოიწვია. მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი.