ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო, მიზეზად კი საქმეში არსებული მრავალი ტომი დაასახელა. 14-დღიანი ვადის ათვლა, 12 აპრილიდან დაიწყო. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი იმავე დღეს გრიგორიადისი შეიწყალა.