საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადებების გაჟღერება არ წყდება. საკითხს დღე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოეხმაურა, რომელმაც მმართველ გუნდს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა. კვლავ კრიტიკული პოზიცია აქვთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც სიტყვა კრემლიც გამოიყენეს და განაცხადეს რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა ე.წ რუსული კანონის მიღებას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც გამოეხმაურა და განაცხადა რომ შესაძლოა, კანონის შემოღების მიზანი არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არარსებობა იყოს. უცვლელია ოპოზიციის მოთხოვნაც. ისინი მმართველ გუნდს კანონპროექტის უკან გაწვევას სთხოვენ. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მიუღებელია ოპოზიციისა და არასამათავრობო სექტორის მხრიდან მსგავსი ტიპის მოთხოვნები.