მორიგი პროტესტი პარლამენტთან. აქციას დღესაც სტუდენტები მართავენ. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“. როგორც ამ მოძრაობის წევრები აცხადებენ, სტუდენტები გახმაურებული კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას აპროტესტებენ. ახალგაზრდებმა აქცია პარლამენტის წინ გუშინ საღამოს 7 საათზეც ჩაატარეს. ისინი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, ბოლოს კი ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ და გზა გადაკეტეს. რა ხდება აქციაზე, როგორია სტუდენტების გეგმები უფრო მეტ დეტალს,მარიამ ჩიქოვანი გვეტყვის.