ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების შესახებ გახდა ცნობილი. პარალელურად, ახლო აღოსავლეთსი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. მათვე აღნიშნეს, რომ ბრიტანეთი ისრაელს დეესკალაციის მნიშვნელობაზეც ესაუბრა. ირანზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის წყარო ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თავდასხმის შესახებ ისრაელში კომენტარი არ გაკეთებულა, ქვეყანას მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.