პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც თავად ელისაშვილი აცხადებს, აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები.