დღეს პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს. გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში გომელაური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბრებს. დამატებით რა კითხვები აქვთ ოპონენტებს შინაგან საქმეთა მინისტრთან.