„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ისევ საერტასორისო პარტნიორების კრიტიკის ობიექტია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვა „კრემლიც“ გამოიყენეს და განაცხადეს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა. ოპოზიციის მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიისგან აღნიშნული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი ოპოზიციისა და არასამათავრობო სექტორის მხრიდან მსგავსი ტიპის მოწოდებები მიუღებელია. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები აღნიშნულ საკითხზე.