გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იმის იმედს გამოთქვამს, რომ ნატო-ს წევრები უკრაინას „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მალე მიაწვდიან. ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინისთვის ამის გაკეთება აუცილებელია, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. შოლცის თქმით, გერმანია ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის საჰაერო თავდაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გერმანიის კანცლერმა ნატო-ს სხვა ქვეყნებს ბერლინის მაგალითის გაიმეორებისკენ მოუწოდა.