CBC-ის ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემაც. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქ ისფაჰანის აეროპორტთან გაისმა. გავრცელებული ცნობით, ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვესაც აფეთქება იყო. ადგილობრივი მედია სულ მცირე 3-მ აფეთქებაზე წერს. სააგენტოების ინფორმაციით, თეირანის, ისფაჰანისა და შირაზის თავზე ფრენები შეჩერდა.