საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური პარლამენტში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრებს. გარდა ამისა, მინისტრს ოპოზიციონერი დეპუტატებიც ელოდებიან - მათი განცხადებით, პარლამენტთან გამართული აქციების მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე ვახტანგ გომელაურს პასუხს მოსთხოვენ. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საინტერესოა თუ ვის დავალებას ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვინ არის პასუხისმგებელი აქციაზე დაშავებულ აქტივისტთა და ოპოზიციონერ დეპტუტატთა მდგომარეობაზე.