გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დავიწყოთ და დღეს ეს კანონი სწორედ ამას ებრძვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV Monde-სთან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონის ინიცირება მოსკოვის ინტერესებს ემთხვევა. პრეზიდენტის განმარტებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონი ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებული კანონების ზუსტი ასლია.