თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 14-ის სასამართლო პროცესი გაიმართა. ყველა მათგანის სხდომა გადაიდო და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24 და ასევე 25 აპრილს დაინიშნა.