დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან სტუდენტების მორიგი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“. როგორც ამ მოძრაობის წევრები აცხადებენ, სტუდენტები გახმაურებული კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას აპროტესტებენ. ახალგაზრდებმა აქცია პარლამენტის წინ გუშინ საღამოს 7 საათზეც ჩაატარეს. ისინი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, ბოლოს კი ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ და გზა გადაკეტეს. აქციის ბირთვს ის სტუდენტები წარმოადგენდნენ, რომელთა განცხადებითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ის ლექტორმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნისთვის საზიანოა და „ქართულმა ოცნებამ“ ის არ უნდა მიიღოს.