პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. სალომე ზურაბიშვილის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ამის შემდეგ კი ის პლენარულ სხდომაზე გავა. საკითხს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი გონივრულსა და სახელმწიფოებრივს უწოდებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა ქალთა გაძლიერების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ოპოზიციისაგან განსხვავებით, პრეზიდენტის ვეტო სტანდარტულად მიუღებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნებისათვის”. ხელისუფლების წარმომადგენლები ზურაბიშვილს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.