1. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა რომ ის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ვეტოს აუცილებლად დაადებს, რაც მისივე შეფასებით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს და ამით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელი შეუშალოს.