ალეკო ელისაშვილს უახლოეს პერიოდში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხავენ. საქმე ეხება გუშინდელ აქციაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა. ოპოზიციონერი პილიტიკოსის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტს ოპოზიცია ერთობლივი ბრიფინგით გამოეხმაურა. რაიმე სახის პოლიტიკურ შურისძიებას უარყოფს მმართველი გუნდი. მერაბ პაპაშვილი თემის დეტალებით.