მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას აცხადებენ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. აღნიშნულის პარალელურად ოპოზიცია მმართველ გუნდს ე.წ რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვს. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდავ ვერ მოისმინეს არგუმენტები თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ასევე მიუღებელია არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. როგორ აფასებებნ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ სპექტრში მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.