გერმანიის ვიცე-კანცლერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერას უსვამს ხაზს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, რობერტ ჰაბეკი მოლაპარაკებებს უკრაინის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებთან გამართავს. 2022 წლის თებერვლიდან გერმანიამ მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკის დასახმარებლად 420 მილიონი ევრო გამოყო. გერმანიის მთავრობა ამ სფეროსთვის კიდევ 25 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს მომდევნო ზამთრისთვის მოსამზადებლად.