უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ კონგრესი კვლავ შეაყოვნებს დახმარების პაკეტს, მაშინ ეს შეიძლება, პოლიტიკურ საკითხად ჩაითვალოს. ზელენსკის თქმით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინამ დამხარება დროულად უნდა მიიღოს.