სპარსეთის ყურის ქვეყნებში კვლავ ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1, ომანში კი 20 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის იფნრომაციით, დუბაის აეროპორტში მყოფი ათასობით ადამიანი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ექსპერტების შეფასებით, ეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები, ჩამოინგრა შენობების ფასადები. არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.