პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. სალომე ზურაბიშვილის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ კი საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. საკითხს პოლიტიკური შეფასებებიც მოყვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიცია გონივრულსა და სახელმწიფოებრივს უწოდებს. როგორ პასუხობს “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს და ოპოზიცის კრიტიკას.