საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პოლიციის მხირდან ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. ლევან იოსელიანი უწყებას მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყოს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ დაადგინონ საქმეში ფიგურანტი პირები. თავად ელისაშვილი ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების დროს ცემის შედეგად დაზიანებები მიიღო, მათ შორის ნეკნის მოტეხილობა.