მარტში როგორც ძველ ისე ახალ სამშენებლო პროექტებში ბინების გაყიდვების შემცირება შეინიშნება, თუმცა სხვაობა მათ შორის კოლასალურია. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იგივე პერიოდთაან შედარებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 25%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 127 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ხოლო ბაზრის ზომა 7%-ით, 199 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. გაყიდვების შემცირების მიუხედავად, უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა არ შეჩერებულა. მიმდიანრე წლის მარტში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 4% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2024 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7% და 1%-იანი კლება დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.