ფულადი გზავნილების მოცულობა ერთწლიან პერიოდში 36.5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 160 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობითვე, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია. მიმდინარე წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში შემოვიდა, რუსეთიდან - თითქმის 53 მილიონი დოლარის, შემდეგ მოდის იტალია დაახლოებით 47 მილიონით, ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის წილად თითქმის 45 მილიონი დოლარი მოდის, ისრაელი - 21 მილიონით, მას მოჰყვებიან რეიტინგში საბერძნეთი, გერმანია, ყაზახეთი დათურქეთი