დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. გლობალურმა ტემპერატურამ 1.4 გრადუს ცელსიუსით მოიმატა, თუმცა აფრიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მალიში ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია. ქვეყანაში აპრილის დასაწყისიდან დღემდე მაღალ ტემპერატურას სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა. მალის მეზობელ ქვეყანაში, ბურკინა-ფასოში ძლიერი სიცხის გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.