ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. ისრაელ კაცის განცხადებით, ევროპული საბჭოს მოწოდება, რომლის მიხედვითაც ირანმა და მისმა ე.წ. მარიონეტებმა უნდა შეწყვიტონ ყველანაირი თავდასხმა სამართლიანია და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ემსახურება.