საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პოლიციამ აქციის ტერიტორიიდან განარიდა, თავს კარგად გრძნობს. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ელისაშვილი მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით თავადვე ისაუბრებს. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაჰყოლოდნენ, რის შემდეგაც მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.