ხელისუფლებას სადავო კანონპროექტის განხილვის შეეჩერებას სასულიერო პირებიც თხოვენ - ერთ-ერთი მათგანია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლი. მის მიმართვაში ნათქვამია, რომ ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტსა და მის ირგვლივ ვითარდება და ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა, რათა სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები შეწყდეს ან შეჩერდეს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირს მიაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი სამოქალაქო მშვიდობას გზას გაუხსნის, სამშობლოს კი საფრთხეს ააცილებს. მიტროპოლიტო თვლის, რომ ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი შექმნილ ვითარებას რევანშისთვის გამოიყენებს და საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.