ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაითვალისწინოს გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებს არ შეესაბამება. აშშ-ს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.