პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა . მან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.