არა რუსულ კანონს, - ამ ლოზუნგით დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები აპროტესტებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. რას აცხადებენ შეკრებილები მას შემდეგ რაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.