ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დაშავებულებს მკურნალობა უტარდებათ