"საქართველო ხელახალ გასაბჭოეაბს არ დაუშვებს" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ღამით რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციას. ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი“ რუსულია, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმი პროევროპული მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მმართველმა გუნდმა ისევ მწვავე კრიტიკითვე უპასუხა. საკითხს ეხმაურება ოპოზიციაც.